|
2019-05-29 14:35:14, 970 ნახვა
საზოგადოება
ავტობუსით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის 5-დან 20 ლარამდე გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონში შესატან ცვლილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი, წინააღმდეგი იყო. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე ვალდებული იქნება მგზავრობის საფასური, ტრანსპორტში ასვლის თანავე გადაიხადოს. ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა "მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია.დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. .
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)