|
2019-05-29 11:55:21, 782 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა. კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები. ელექტრონული კურსის გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://landregistration.gov.ge/ka/login თქვენს მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემებით შეგიძლიათ კურსს გაეცნოთ შეუზღუდავი სიხშირით. ელექტრონული კურსი - „მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ უნდა შეასრულოს 10 ტესტური დავალება. ელექტრონული სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილემ სწორად უპასუხოს ტესტური დავალებების 70%-ს. კურსი შემუშავდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გრანტის ფარგლებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)