|
2019-05-29 10:07:24, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი
საქართველოს პრეზიდენტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი გეზის ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს. ამიტომ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. „ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე -11 ფორუმს უმასპინძლებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)