|
2019-05-28 21:21:33, 1210 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის. „ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პირადად თქვენ და მეგობარ სომეხ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის დღე. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და სომხეთმა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თითქმის ერთდროულად ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელთა მემკვიდრეობის განვითარებასა და განმტკიცებასაც წარმატებით ვაგრძელებთ. მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულწრფელი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი დინამიკური ურთიერთობების განვითარებას და ასევე, დადებითად იმოქმედებს რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაზე. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას ქვეყნის რეფორმების, განვითარებისა და წინსვლის საქმეში". - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)