|
2019-05-28 14:49:09, 907 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ქალბატონი ზურაბიშვილი რასაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის პრობლემა კონსტრუქციული მოლაპარაკების გზით, და არა " ურა პატრიოტული მჯიღების ქნევით" უნდა მოგვარდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ ყველანაირი რესურსი უნდა გამოიყენოს - თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სახით. "რა თქმა უნდა, დავით გარეჯი საქართველოს ისტორიის, ჩვენი კულტურის და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, თითოეული გაუაზრებელი განცხადება, ურა პარტიოტული მჯიღების ქნევა აზიანებს დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას, სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ეს, პირველ რიგში, ქალბატონ ზურაბიშვილს ეხება, რომელმაც რასაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. ასევე, ეხება ყველას. გამოსავალი ერთია: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული, ძმური ურთიერთობის გათვალისწინებით დავიწყოთ საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება და მოლაპარაკების გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმადაა ჩადებული საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობას შორის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)