|
2019-05-27 22:37:41, 852 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის
„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა. „მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს - ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა, ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)