|
2019-05-27 18:58:48, 1000 ნახვა
საზოგადოება
დავით სარალიძის და: საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ
„მე ვერ ვგრძნობ საქართველოში თავს უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის დამ მარიამ სარალიძემ განაცხადა. მარიამ სარალიძე სააპელაციო სასამართლოს ეზოში, არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. „მინდა, რომ ბავშვებს, ჩემს ტოლებს საქართველოში არ ეშინოდეთ გარეთ გამოსვლა და იმის შიში არ უნდა ჰქონდეთ, რომ ახლა შეიძლება რაღაც მოხდეს და შეიძლება რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს მის ან მისი ახლობლების სიცოცხლეს. მე ვერ ვგრძნობ საქართველოში თავს უსაფრთხოდ“, - განაცხადა მარიამ სარალიძემ. ცნობისთვის, არასამრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდნენ, რადგან სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)