10:55 - 14 Aug, 2026
|
2019-05-27 16:25:08, 1044 ნახვა
საზოგადოება
გურამიშვილის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად, ამწე მაღაზიაში შევარდა - არიან დაშავებულები
გურამიშვილის ქუჩაზე, კინო საქართველოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ამწე შეეჯახნენ, რა დროსაც უკანასკნელი მაღაზია „სუფთა სახლში" შევარდა. მაღაზიაში მყოფები არ დაშავებულან, თუმცა მსუბუქი დაზიანებები ქუჩაში მყოფმა მოქალაქეები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 274-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)