|
2019-05-27 13:22:00, 773 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: გოგაშვილი უხუცესებს მოკლული სპეცრაზმელის ფოტოებით არწმუნებდა, რომ სპეცოპერაცია გამართლებული იყო
გოგაშვილმა უხუცესებს დაულაგა მოკლული სპეცრაზმელის ფოტოები, რითიც არწმუნებდა, რომ პანკისში სპეცოპერაცია გამართლებული იყო, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს 1 წელი შესრულდა, რაც შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვა დაიწყეს. გარდა ამისა, როგორც მან განაცხადა, სოსო გოგაშვილთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან გოგოაშვილი ხეობაში ჩასვლას ვერ ბედავდა. „გოგაშვილს, არ ყოფილა არანაირი შეხმიანება, არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არ ჰქონია, კი მართალია მისმა მეუღლემ რაღაც ჩაწერა, წერონ და იყვნენ რამდენიც უნდათ. გოგაშვილი არის დამფრთხალი. მკვლელობის მეორე დღეს სოსო გოგაშვილი მოდის თელავში, იმის კაცობა არ აქვს იმას, რომ ხეობაში ამოვიდეს, ჩაჰყავს მთელი უხუცესთა საბჭო თელავში და მთელ თითოეულ საბჭოს წევრის წინ ალაგებს სურათებს მოკლული სპეცრაზმელისა დ ამის შვილების და ეუბნება „ თქვენ იცით ვინ არის ეს ადამიანი?“ აქედან გამომდინარე ყველამ დასკვნები გამოიტანოს რა მიანიშნებს. არწმუნებდა საბჭოს ყველა წევრს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო გამართლებული და იყო სწორად ჩატარებული. დღეს გოგაშვილი ამაზე არ საუბრობს, დღეს გოგაშვილი თავის ტყავისა და ნაშიერების გადარჩენას ცდილობს“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)