21:24 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 12:24:29, 1182 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: დავით გარეჯის საკითხი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ორივე მხარის ნებაა შეთანხმება მოხდეს

დავით გარეჯის საკითხი მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაა, თუმცა ორივე მხარე თანახმაა, მოხდეს საკითხზე შეჯერება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ადგილზე, კომისიის ფარგლებში, ექსპერტები ჩავლენ და სიტუაციას გაეცნობიან.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ კომისიის მუშაობა განახლდა, მისი მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა შედგა, რომელსაც მოყვება ასევე შემდგომი შეხვედრა, რომელიც უკვე თბილისში გაიმართება. ამ შეხვედრას აქვს ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რომ მყისიერი რეაგირების საშუალება არის იქ მიმდინარე მოვლენებზე. კომისიის ფარგლებში იყო დაყენებული საკითხი, იქ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგანაც სანამ საკომუნიკაციო კომისია მსჯელობს შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირება საშუალება არ მიეცეს არავის. იმის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც სტატუსი იცვლება. ველით რომ ექსპერტები ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახონ სიტუაცია. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და რამდენიმე რაუნდით და შეხვედრით ვერ მოგვარდება. ეს ძალიან მძიმე, საბჭოთა მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავარია პროცესი დაიწყო და ნება არის ორივე მხრიდან, რომ მოხდეს საკითხების შეთანხმება", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics