|
2019-05-27 12:06:19, 937 ნახვა
პოლიტიკა
მაღაროელების გაფიცვის გამო, დეპუტატების ნაწილი ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს, პარლამენტში იბარებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბეკა ნაცვლიშილი, ჭიათურაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს პარლამენტში იბარებს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მის მოთხოვნას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატებიც“ იზიარებენ. „ჭიათურაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, ეს არის საათების ამბავი, იმიტომ, რომ ადამიანები იქ შიმშილობენ. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა მოვიდეს ხვალ, ეს არ არის ჩემი მოთხოვნა მარტო, ამას უერთდება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატები“. მან უნდა აგვიხსნას, თუ რამ გამოიწვია ჭიათურელების ასეთი უკიდურესი ფორმა პროტესტის. დღეს დავაყენებთ, გარდა ამისა, საკითხს, რომ მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში. სამთავრობო სფეროში, მართლა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არ შეუქმნია არც ერთ დამსაქმებელს, ეს არის ბუნებრივი რესურსი საქართველოსი. ამიტომ, სწორედ ასეთი რესურსისგან მიღებული მოგება უნდა ნაწილდებოდეს ყველაზე უფრო სამართლიანად“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)