|
2019-05-25 22:08:06, 920 ნახვა
პოლიტიკა
წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს
საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე. სამაუწყებლო კომპანიას ევროპის სასამართლოს მოსამართლეების კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ეჭვი შეაქვს საქართველოს წარმომადგენელის მიუკერძოებლობაში, ამიტომ რუსთავი 2 მის აცილებას ითხოვს. „ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორც იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით. "რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია და ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან. საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას. ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ბატონ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. ინფორმაცის რუსთავი 2 ავრცელებს
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)