22:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 13:04:01, 6756 ნახვა

სპორტი
ტოჩინოშინმა იოკოძუნა დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშოს" მე-14 სატურნირო დღეს მე-10 ორთაბრძოლა მოიგო.

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტული გუშინ გამართული ორთაბრძოლის დროს უნდა მოეპოვებინა. მან იაპონელი სუმოისტი ასანოიამა დაამარცხა, თუმცა მსაჯებმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ტოჩინოშინმა ფეხი დოჰიოს გარეთ გადადგა და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს. 

მსაჯების გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კადრში ჩანს, რომ ტოჩინოშინს დოჰიოს გარეთ ფეხი არ დაუდგამს. ამავე მიზეზის გამო, სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა. 

რომ არა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება, დღევანდელი მდგომარეობით ტოჩინოშინს და ასანოიამას თანაბარი შედეგი ექნებოდათ, კერძოდ 11 მოგება და 3 მარცხი. შესაბამისად, „ნაცუ ბაშოს“ მე-15 სატურნიტრო დღეს გაირკვეოდა იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობა. ტოჩინოშინი ხვალ სავარაუდოდ, ოძეკ ტაკაიასუს დაუპირისპირდება. მასთან ბოლო სამი შეხვედრიდან ლევან გორგაძემ 1 მოიგო, ორში კი, დამარცხდა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics