|
2019-05-25 11:13:31, 783 ნახვა
საზოგადოება
FAO: საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორის ფერმერები გაცვლით ტურებში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრის (CARD) ორგანიზებით, ქართველი და მოლდოველი მონაწილეებისთვის, სომხეთში 4 დღიანი სასწავლო ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში, ვეტერინარებს და ფერმერებს საშუალება მიეცათ, მერძევეობის სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკები ენახათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ დარგში დაგროვილი გამოცდილება. ჯგუფის წევრებმა საქართველოდან და მოლდოვიდან, მოინახულეს სომხეთში არსებული მცირე და დიდი ზომის ფერმები, რძის გადამამუშავებელი ქარხნები და ფერმერთა მომსახურების ცენტრები, სადაც ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესის სპეციფიკას. 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, FAO-მ და CARD-მა, საქართველოს რძის ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის რძის სექტორში არსებული მდგომარეობის შესასწავლად, რამდენიმე კვლევა განახორციელეს. შედეგად, დარგში არსებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები გამოიკვეთა. დღევანდელი კონფერენცია, სადაც ორი ქვეყნის რძის სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილებები გაცვალეს, რძის სექტორის გაძლიერების პროგრამის ნაწილია. მარტში კონფერენცია ჩატარდა საქართველოში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ქართველმა და სომეხმა ფერმერმა, ვეტერინარმა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სერვისების მომწოდებელმა. კონფერენციის მიზანია საქართველოსა და სომხეთში, რძის სექტორში ჩართულ ფერმერებსა და მომწოდებლებს შორის საბაზრო კავშირების გაძლიერება და საუკეთესო ფერმერული პრაქტიკების ურთიერთგაზიარება. FAO თანამშრომლობს ორივე ქვეყნის კერძო სექტორთან და ხელს უწყობს ინფორმაციის მიმოცვლას ორი ქვეყნის ბაზრებზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ნედლეულის შესახებ.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)