|
2019-05-23 22:10:27, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით
საქართველოში პროტესტის გამოხატვა გარანტირებულია, რაც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი და ეს უზრუნველყოფილი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის" წამყვანის კითხვას სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ ვინმე დაიწყებს წითელი ხაზების გადალახვას, რეაგირება იქნება მყისიერი და კანონის ფარგლებში. „ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია, რომ არა მხოლოდ რეალურად გააკეთონ, რა თქმა უნდა, რეალურადაც სურთ, მაგრამ იციან სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებრივი აზრიც იქნება საწინააღმდეგო, არამედ, მათი მიზანია, შექმნან არასტაბილურობის და იმის განცდა, რომ აქვთ რესურსი, არეულობა შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ასე არ მოხდება. 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების წინ და შემდეგ ვისმენთ ერთსა და იმავეს. პასუხი არის ერთი და იგივე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით ხდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)