|
2019-05-23 15:21:55, 936 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად ორივე ქუჩა კაპიტალურად მოწესრიგდება და განახლდება. „პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება. პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩავარდნილი იყო ბუდაპეშტის ქუჩა, რადგან მისწისქვეშ არსებული წყალარინების ქსელის მძიმე მდგომარეობის გამო მიწის გამორეცხვა ხდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქუტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
(NS)
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)