|
2019-05-23 10:11:52, 1902 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სააკაშვილის ადვოკატზე რუსლან ჩერნოლუცკზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა შესაბამისი წერილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა. „ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა. რადგან უკრაინის კონსტიტუციით არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა, ხოლო საერთაშორისო სამართლის პრინციპებით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სააკაშვილმა ადვოკატს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება თანამდებობები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)