|
2019-05-22 17:55:23, 1047 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში 18 ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში, საქართველოში მოქმედი პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ოტანიკურ ბაღებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელი შექმნასა და მისი საქმიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საკონსერვაციო აქტივობების შედეგების შეფასება და ანალიზი, ერთობლივი საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების მექანიზმების შემუშავების პროცესში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს: საქართველოს ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკური საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოვიჟენი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), ველური ბუნების დაცვის ფონდი (WWF), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია (ელკანა), სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების ცენტრი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
(NS)
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)