|
2019-05-21 16:30:14, 1299 ნახვა
საზოგადოება
კობიაშვილი: ილოცონ ფეხბურთელებმა, რომ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, ჩაწყობილი თამაშების სიაში არ მოხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა, კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, სადიპლისცინო კომიტიეტის სხდომა გაიმართება, სადაც კლუბების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. „სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ეს არის საქციელი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კლუბებს, ზოგადად ქართულ ფეხბურთს აზარალებს. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილი, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნებულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალზე, არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)