|
2019-05-21 11:21:15, 1089 ნახვა
საზოგადოება
NDI - ლიდერების საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში 33%-ით დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 10% ძალიან კარგად, 33% კარგად, 30% საშუალოდ, 16% ცუდად, ხოლო 3 % ძალიან ცუდად აფასებს. რაც შეეხება, სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად, 19% კარგად, 38% საშუალოდ, 21 % - ცუდად, 9 % - ძალიან ცუდად აფასებს. პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოკითხულთა 3 %-ის აზრით, ძალიან კარგად მუშაობს, 17 % - კარგად, 44 % - საშუალოდ, 17 % - ცუდად, 5 % - ძალიან ცუდად. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2 %-ის აზრით ძალიან კარგად მუშაობს, 14 % - კარგად, 38 % - საშუალოდ, 25 % - ცუდად, 8 % - ძალიან ცუდად. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)