|
2019-05-21 10:41:19, 958 ნახვა
საზოგადოება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 21 მაისიდან (09:00 საათიდან) დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ცნობიტ, ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად; „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მესამე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით; რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე http://mes.gov.ge/s/DpHE2“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)