|
2019-05-20 14:12:24, 1656 ნახვა
მსოფლიო
„სისტემაში ქირურგიული ჩარევის დრო დადგა“ - სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს
სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანსა და სხვა ქალაქებში სასამართლოს შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს, - ამის შესახებ News.am უწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შენობების შესასვლელების დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს და მთელ მოსახლეობას მოუწოდა, სასამართლოებში კორუმპირებული მოსამართლეები არ შეუშვან. მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ხსენებული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, სომხეთის პრემიერის თქმით, ის ქვეყანაში სასამართლო რეფორმის ჩატარებას აპირებს. "დადგა სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის დრო. თუკი საჭირო გახდება საკონსტიტუციო რეფორმის ან საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, ამ გზითაც წავალთ, რათა საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო გვქონდეს", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)