14:38 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:14:10, 1030 ნახვა

საზოგადოება
Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

 „თიბისის“ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

საწყის ეტაპზე „ვენდუზე“ 3 კატეგორიის, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200 - ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება.  უახლოეს მომავალში ვებგვერდს ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის - ეზოს და სახლის ინვენტარის  მიმართულებით.

Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ.

Vendoo.ge გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესების წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი.

„ვენდუ“ მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები.

მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1 ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

„ვენდუს“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - vendoo.ge.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics