|
2019-05-20 07:33:06, 3097 ნახვა
პოლიტიკა
ყველა უბნის დათვლის შედეგად, მთაწმინდაზე ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 36,83%
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ვლადიმერ კახაძე ლიდერობს. კერძოდ, ყველა უბნის დათვლის შემდეგ, ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ კახაძე - 41%; „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე -36,83%; „გირჩის“ კანდიდატი გერმანე საბო - 4,76%; საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ლევან იოსელიანი - 6,55%; საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი კობა დავითაშვილი - 2,91%; საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი სოფიო ხორგუანი - 2,64%; საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი გრიგოლ გეგელია - 3,14%. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 34,27%-მა დააფიქსირა (43 908 ამომრჩეველი), რაც სხვა ოლქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)