|
2019-05-19 22:30:42, 1106 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდში მეორე ტური გამორიცხულია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზუგდიდის ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. მან ყველას მოუწოდა, საარჩევნო კომისიას მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ. "გვაქვს არაერთი ოქმის მონაცემი, საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქმებია შემოსული, იძლევა ეს განზოგადოების საშუალებას და პრაქტიკულად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ზუგდიდის ოლქშიც გამორიცხულია. რაც მთავარია, საარჩევნო კომისიებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ გარემოში დათვალონ არჩევნების შედეგები, უნდა მივიდეს ეს პროცესი ბოლომდე, უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ გამოიჩინონ შესაბამისი პასუხისმგებლობა, სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ ჩარევა საჭიროების შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში სათანადოდ წარიმართება მთელი ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობებს, არეულობა შეიტანონ ამ პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)