|
2019-05-19 22:12:35, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო თინა ბოკუჩავას უბნიდან გაძევებაზე: ის არ არის უფლებამოსილი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ტინა ბოკუჩავას გამოძევების ფაქტს ეხმაურებიან. ცესკო-ში დეპუტატის უბნიდან გაძევების მიზეზებს განმარტავენ: „კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლობის უფლების განხორციელებას, ანუ საარჩევნო კანონმდებლობით არის დეტალურად გაწერილი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის უფლება-მოვალეობანი. თავისი წესები აქვს ამ წარმომადგენელს და შესაბამისად რეგულირდება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, ის რეგისტრირებულია როგორც წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ის თავის დამნიშნავ სუბიექტს წარმოადგენს ცესკოსთან ურთიერთობაში და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა და ამის გამო მოუხდა მას უბნის დატოვება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)