|
2019-05-19 18:58:09, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი სააკაშვილზე: მოწოდება არეულობისკენ დანაშაულია, განსაკუთრებით როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა გააზიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება არაკონსტიტუციურია. მისივე შეფასებით, სააკაშვილის გამონათქვამები ანტისახელმწიფოებრივია. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ის არცერთ პარტიის არ წარმოადგენს, თავს იკავებს საარჩევნო პროცესში ჩართვისგან. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ეს მიდგომა ყველა თანამდებობის პირმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა შეინარჩუნოს. „თუ უპარტიო სტატუსის გამო აქამდე თავს ვიკავებდი კომენტარებისგან ან საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ამგვარი პირდაპირი არაკონსტიტუციური და ანტი-სახელმწიფოებრივი განცხადება წინა პრეზიდენტისგან მაიძულებს გამოვხატო აღშფოთება და სრული უკმაყოფილება. იგივე მოეთხოვება ყველა ყოფილ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა აქტიურია თუ არა, იმყოფება ქვეყანაში თუ არა. მოწოდება არეულობისკენ დანაშაულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია“, - წერს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)