|
2019-05-19 16:07:42, 1055 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ბენიძე: საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციამ 14:00 საათისთვის უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია PVT-ს შედეგებზე დაყრდნობით წარადგინა. მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები“,- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)