|
2019-05-19 14:22:43, 1099 ნახვა
პოლიტიკა
„ფარულ ჩანაწერებში დასახელებული პირები ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან“ - ბოკუჩავა შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი გამოიძიოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც "ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმაზეა" საუბარი. დეპუტატის მტკიცებით, ის პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. ბოკუჩავა ადასტურებს, რომ ერთ მათგანს პირადად იცნობს, მაგრამ მას არანაირი შემხებლობა ოპოზიციის შტაბთან არ აქვს. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს. „ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები, თუმცა ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი შესაძლო ძალადობის შესახებ, ამიტომ მოვუწოდებ შსს-ს გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა ვითარებაში მოხდა ამის ჩაწერა, გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია ნებისმიერი ტიპის თათბირზე, რადგან ისინი არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობით საგამოძიებო ორგანოებს, მაინც მოვითხოვთ მათგან, რომ ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)