|
2019-05-19 10:57:17, 967 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე: დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ
მივმართავ, მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, დარწმუნებელია, მთაწმინდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. „არჩევნების დღე არის ის მომენტი, როცა კონსტიტუციური დებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, უშუალო და პირდაპირ მოქმედებაშია, ვინაიდან ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მივმართავ, მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“, - აღნიშნა შალვა შავგლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)