|
2019-05-19 10:37:44, 1010 ნახვა
საზოგადოება
სსგს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, სტატისტიკურ მონაცემებს კიდევ ერთხელ აქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სააგენტომ 25 აპრილს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ასახულია ინფორმაცია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების ზუგდიდის, ზესტაფონის, მარნეულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ აქვეყნებს განახლებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ სსგს-მ ცესკოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებისათვის საბოლოო მონაცემები 3 მაისს გადასცა, ცხრილში ასახულია ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის ოლქში 1 იანვრიდან 3 მაისამდე რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|
|||||||||||||||||||||||||


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)