|
2019-05-18 13:14:44, 843 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" (EU-ACT) ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ავსტრიის, ესტონეთის, ლიტვის, ამერიკის (DEA), უკრაინის, დიდი ბრიტანეთის (NCA) და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი იყო ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება. პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" (EU-ACT) მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონალური ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)