|
2019-05-18 12:44:40, 1076 ნახვა
პოლიტიკა
გერმანელი მინისტრი: ჩვენთვის პატივია ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად ვიყოთ - მისია მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას შორის ძლიერი და მდიდარი სამხედრო თანამშრომლობაა. ამის შესახებ მან ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. "ჩვენთვის დიდი პატივია ერთად ვიყოთ ავღანეთში, 600 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც იქ ხარ იზიარებ და გამოძრავებს საერთო ღირებულებები, გრძნობ საერთო ფესვებს, კულტურას, ენთუზიაზმს, ცოდნას და საერთო ხედვას თუ რატომ ვართ იქ და ვიცავთ ამ ღირებულებებსა და მშვიდობას", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)