18:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 12:47:08, 3888 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი შეხვედრას გამართავს ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილესთან, ადმირალ მანფრედ ნილსონთან.

ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნორფოლკიდან აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება. ლევან იზორია ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ესტუმრება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდს შეხვდება.

ქართული დელეგაცია დისკუსიას ატლანტიკურ საბჭოშიც გამართავს, რომელსაც მოდერატორობას ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდერ ვერშბოუ გაუწევს.

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, ასევე დაგეგმილია მიღება საქართველოს საელჩოში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით დაესწრება.

აშშ-ში ვიზიტს ქართული დელეგაცია ქალაქ ჰარტფორდში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს. ლევან იზორია სანაპირო დაცვის აკადემიის 2019 წლის კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება და აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს - კონსტანტინე ყიფიანსა და ალექსანდრე წერეთელს ადგილზე მიულოცავს აკადემიის დასრულებას.  '

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics