|
2019-05-15 19:53:59, 1465 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას
„ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია" - ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. „ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს არის ე.წ. „საგზაო რუკა" ვაჭრობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ გავაფართოვოთ ორმხრივი ვაჭრობა. ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობთ, რომ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)