|
2019-05-15 13:07:47, 1159 ნახვა
საზოგადოება
16-18 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე გაიზრდება. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნელექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმოვლობაში ნალექების და სეტყვის მაქსიმუმი მოდის სწორედ მაისის თვეზე. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემეის საფუძველზე, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ლაგოდეხში 4-5 მაისს 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 125 მმ. მსგავსი სიძლიერის წვიმა აღინიშნა 2006 წელს, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს შეადგინა 128 მმ და 2011წ.-100 მმ. ,,თელავში წელს პირველად დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 93 მმ. სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი სიძლიერის წვიმა ქ. თელავში მაისის თვეში არ დაფიქსირებულა. ქ. თელავში 1981წ. 15 მაისს დაფიქსირდა 62 მმ, ხოლო 2005წ.-58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექი განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით. სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი სეტყვა აღინიშნა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში. 2014 წელი: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბეშეთი, თელავი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი. 2015 წელი: თელავი, საგარეჯო, კურდღელაური, შიბლიანი, ყანდაურა, კაკაბეთი, კისისხევი. 2016 წელს მაისის თვეში დაისეტყვა კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს-38 სოფელი, 2018 წელს კი 5 სოფელი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაისის და ზაფხულის თვეებში ხასიათდება სეტყვის ხშირი შემთხვევებით, რაც ძირითადად განპირობებულია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით. რაც შეეხება თბილისს, 2019 წ. 12 მაისს 20 წუთში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 22 მმ, რაც ქ. თბილისისთვის არ წარმოადგენს რაიმე ანომალიას. სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წ. 19 მაისს თბილისში 12 საათში მოვიდა 94 მმ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)