|
2019-05-14 12:42:01, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ენმ-ს განცხადებები, რომ ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, მათი ფანტაზიის ნაყოფია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენეტების განცხადებები, რომ ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, მათი ფანტაზიის ნაყოფია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სანდრა რულოვსს გამარჯვების დაბალი შანსი აქვს. „საერთოდ ფულის დარიგება, მით უმეტეს მასიური დარიგება არ იმალება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, ანდა სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს. ფაქტია, რომ სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს და რასაკვირველია ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი და არა აღიარება იმისა, რომ მათმა კანდიდატმა წააგო. დრამატიზება არ მომწონს მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ ანალიზიც სიღრმისეული კეთდება საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ,რომ პირველივე ტურში იქნება გამარჯვება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)