|
2019-05-14 12:28:32, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური ზუგდიდში - რამდენიმე პირმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდა რულოვსს, უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, სადაც ტელეკომპანია „ოდიში“ სანდრა რულოვსზე სოიჟეტს ამზადებდა. გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ოპერატორისთვის და ფოტოგრაფისთვის კამერების წართმევა სცადეს. კონფლიქტში სასახლის დაცვის თანამშრომლების ჩარევაც გახდა საჭირო. „ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციასთქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ,რ ოცა ისინი უკვე წასულები არიან“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. როგორც ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ განაცხადა, ამ დროისთვის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.
ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)