|
2019-05-14 11:52:59, 1680 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპრეცედენტო სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის 2018 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ. დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ლიბერთის სოციალური ბარათის 11 250-მა მფლობელმა ისარგებლა. ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 3157 პაციენტს ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით. ახლა უკვე, რეგიონში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების, ასევე სხვა სახის გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით შეძლებენ. „სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა გადაგვაწყვეტინა გავაფართოვოთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ სპეციალურად შემუშავებული უპრეცენდენტო პროგრამა. დღეიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ყველაზე მიუვალ ადგილებში მცხოვრები პირები შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ. „ნიუ ჰოსპიტალსი მზად არის განახლებული, უფრო მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის გასამართად. 127 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც ჩაატარებს ოფთალმოლოგიური დაავადებების სკრინინგს მათთვის, ვისთვისაც ეს სამედიცინო სერვისები აქამდე ხელმიუწვდომელი იყო“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.
(R)
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)