|
2019-05-14 10:05:48, 1225 ნახვა
პოლიტიკა
მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს
მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა რომ სწორედ შავგულიძისაირი ადამიანები ჭირდება პარლამენტს მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე. „დღეს, კიდევ ერთხელ შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არაა სწორი პარლამენტში შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი , მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა , ის ჭირდება ქვეყანას და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში ,იმიტომ რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პრაქტიკულად იდეალური პარლამენტის წევრის სახეს ,მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები და დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით,რომლებიც მოტივირებულები არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)