|
2019-05-13 17:25:44, 1707 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: მეც მომიკლეს შვილები - საქართველოს პარლამენტი, ქართული ჯარი და ქართული სამხედრო წარმოება
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას თავი შვილმკვდარ მამას შეადარა. მისი თქმით, ის თავის შვილებად მიიჩნევს ქუთაისის პარლამენტს, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ქართულ ჯარს, სამხედრო წარმოებას და ჯანდაცვის სისტემას, რომლებიც, მისი თქმით ამ ხელისუფლებამ მოუკლა. „მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება რომელიც მომიკლეს. მე ვარ ნამდვილად შვილმკდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)