|
2019-05-13 13:35:27, 1285 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი
„გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულზე მოკვლევა მიმდინარეობს. „ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)