|
2019-05-13 11:25:44, 1382 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები იყვნენ
არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი კახა კალაძემ გაანცხადა. მისი შეფასებით პარტიაში განახლება ყოველთვის უნდა ხდებოდეს. „მე არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა, შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ახალი სახეების მიღება და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა და არ შენელებულა პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ყოველთვის მოდიან ადამიანები, ხდება მათთან გასაუბრება და შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2020 წელს, ამას ვნახავთ. ჯერ ადრეა საუბარი დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი საზოგადოებითვის“, – განცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)