|
2019-05-13 10:50:01, 1122 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ორგანიზებით მწვანე საფარის აღდგენის ფარგლებში ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო
იუსტიციის სახლის ორგანიზებით მწვანე საფარის აღდგენის ფარგლებში ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო. გამწვანების აქცია სსიპ იუსტიციის სახლის, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოეწყო. აღსანიშნავია ის, რომ იუსტიციის სახლი გამწვანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და გამოვთქვამს სრულ მზადყოფნას პარტნიორ თანამშრომლობით ხელი შეუწყოს დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესს. ბორჯომის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ე.წ. ბორჯომის პლატოს მიდამოებში სანერგე მასალა 300 ძირი ფიჭვი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იქნა გადატანილი და ღონისძიება ბორჯომში დაზიანებული ტყის ნაწილის აღდგენას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე. პროექტის ფარგლებში გაშენებულ ტყის მასივს სიმბოლურად იუსტიცის სახლის სახელობის ტყის სახელწოდება მიენიჭება და ადგილზე შესაბამისი აღნიშვნაც გაკეთდება.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)