|
2019-05-11 18:26:51, 1349 ნახვა
პოლიტიკა
ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შედგა, ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტარები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სპორტის სფეროს განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნეს და იმ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის უახლოეს მომავალში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში დამატებით 10 სპორტის სახეობა განვითარდა და ამ ეტაპისთვის, სპორტის სახეობათა რიცხვი 20-ს შეადგენს. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მარნეულმა ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)