|
2019-05-11 11:34:03, 1260 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება
„ღრმად მწამს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 900 მილიონი იყო. დღევანდელი დღის მდგომარეობით კი, დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. „ასეთი ფორმატი - აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმი - რომლის ფარგლებშიც დღეს შევიკრიბეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ მეტი შევძლოთ სოფლის მეურნეობაში. მახსოვს, როდესაც სოფლის მეურნეობაში ჩვენს პროგრამებს ვიწყებდით, ვისმენდით ძალიან ბევრ უსაფუძვლო კრიტიკას, რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფული იქნებოდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციები არ იყო გამართლებული, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ ჰქონდა პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები თქვენც კარგად გახსოვთ. ბუნებრივია, შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 900 მილიონი გვქონდა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ჩვენ სამჯერ შეგვემცირებინა ეს დეფიციტი. მე ღრმად მწამს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)