15:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 17:00:54, 1709 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია, რომ სოლოლაკი-ბოტანიკური ბაღის გვირაბი ივანიშვილის ეკუთვის, სიცრუეა

თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ინფორმაცია თითქოს ის რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია, გამორიცხულია.

მოგახსენებთ, რომ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია თეორიულადაც კი სრულიად გამორიცხულია.

ცხადია, საიდუმლო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შესახებ უწყებას არ შეუძლია საჯარო ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და მათი დანიშნულების შესახებ მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოვეკიდოთ უფრო ფრთხილად და ყურადღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics