|
2019-05-10 14:20:25, 1133 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება
თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი "ZERO COMPROMISE" იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია "ბუნებრივი ღვინო", ხოლო მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 70-მდე ადგილობრივი მარანი და ასევე ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა. ფესტივალს, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმართება, ასევე ესწრებიან იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, იტალიიდან იაპონიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან, სულ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მარნებს ადგილზე გააცნონ თავიანთი ღვინოები პოტენციურ მყიდველებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)