|
2019-05-10 12:21:41, 1176 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მივა
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 15:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, ადვოკატთან ერთად მივა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და ტერორიზმში დადანაშაულებით მხოლოდ მისი შვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას ცდილობენ „ჩვენ არ ვართ არანაირი კონტაქტი იარაღთან არ გვქონია, არანაირი მცდელობა ჩვენ არ გვქონია. რომ გვქონდეს, მთელ საქვეყნოდ ტერორისტად გამომაცხადეს ხომ? მე სად ვცხოვრობ ეს 9 თვე, სად ვცხოვრობ - კარვებში ვცხოვრობ. ერთი კაცი არ მოსულა. ეს უნიჭოები, ეს ნაძირლები, თუნდაც კარვები, რომ გაეჩხრიკათ. მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, სადაც 9 თვე ვცხოვრობ, კაციშვილი არ მოსულა, კარავში რა ხდება, რომ გაიგოს. წარმოიდგინეთ რა პროფესიონალები არიან ესენი, ესენი არიან სრულიად დებილები. მე თქვენ მეცოდებით ამ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელში, თქვენ მეცოდებით, საქართველოს შვილები“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)