|
2019-05-09 11:54:15, 1779 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩანაწერში მაჩალიკაშვილის საუბარი არ იყო აღშფოთებული ადამიანის სიტყვები, იყო დაგეგმილი თავდასხმა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირალან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სავარაუდო ფარული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაჩალიკაშილის საუბრის გამოაშკარავებით სუს-მა დანაშაულის პრევენცია მოახდინა. "მე არ ვიცი ის ჩანაწერი იურიდიული კვალიფიკაციის კუთხით იძლევა თუ არა დაკავების შესაძლებლობას. ამას პასუხი სამართალდამცველთა ორგანოებმა უნდა გასცენ. თუმცა თავისთავად ამ ინფორმაციის საჯაროობა იყო მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ემსახურება დანაშაულის პრევენციას. გეტყვით იმასაც, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი. იყო დაგეგმილი და თანახმა კონკრეტულ ნაბიჯებზე, აქედან გამომდინარე, რადგანაც არსებობდა საფრთხე, იყო საჭირო პრევენცია და ძალიან კარგია, რომ საჯარო გახდა ინფორმაცია. საბოლოო პასუხი უნდა გაგვცეს სუს-მა და სამართალდამცველმა ორგანოებმა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)